Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი იწყებს ახალ პროექტს "თსუ ასისტენტი"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი სტუდენტური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, მათი საჭიროებების საპასუხოდ, იწყებს ახალ პროექტს "თსუ ასისტენტი", რომელიც სწრაფად და პროფესიონალურად უპასუხებს და დააკვალიანებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს.

 

ასისტენტი მოისმენს რა თქვენს საჭიროებებს, დაგეხმარებათ საკითხის გადაწყვეტაში, თუკი ეს საკითხი შეხებაში იქნება ცენტრთან და მის კომპეტენციასთან. იმ შემთხვევაში თუ საკითხი შეეხება სხვა სამსახურს, გიჩვენებთ სწორ გზას, თუ სად მიიღებთ პასუხებს.

 

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ასისტენტის მხარდაჭერა მიიღოთ სამი მიმართულებით:

სასწავლო

ადმინისტრაციული

სტუდენტური ცხოვრება

 

რეგისტრაციის შემდგომ ასისტენტი თქვენს განაცხადზე რეაგირებას მოახდენს მაქსიმუმ 3 დღის ვადაში. 

 

შეხვედრა შედგება თქვენთვის სასურველ კვირის დღეს, 12:00 საათზე (ჭავჭავაძის 1. თსუ I კორპუსი. ჩაის სახლის შენობის მეორე სართული)

 

სარეგისტრაციო ბმული : https://forms.gle/DAQFj2TSDKbc1TjMA